რეზონანსი
25.06.2020

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ გუგუტიაანთკარში თანასოფლელებს შორის ჩხუბისას მამაკაცი დაიჭრა.

სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით, მულცლის არეში ჭრილობა 30 წლამდე მამაკაცს აქვს მიყენებული, ის გვიან ღამით კლინიკა "გორმედში" შეიყვანეს, სადაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

ექიმის, დავით გასიტაშვილის ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

პოლიციამ ბრალდებული უკვე დააკავა, რომელსაც ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ედება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×