რეზონანსი
25.06.2020

მიხეილ სააკაშვილი ჩამოყალიბდეს ზოგადად, რა უნდა, რომელი ქვეყნის მოქალაქეა, რა საქმიანობა სურს და არ სურს, - ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია კახა კალაძე აკეთებს.

„ჯერ ერთი, სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და უკრაინაში იკავებს რაღაც თანამდებობას. უცხო ქვეყნის მოქალაქეს სხვა ქვეყნის პოლიტიკაში ჩარევა არ შეუძლია და მიუღებელია, ამას უნდა მოჰყვეს შესაბამისი რეაგირება. ჩამოყალიბდეს ზოგადად, რა უნდა, რომელი ქვეყნის მოქალაქეა, რა საქმიანობა სურს და არ სურს. მას ხელს არავინ უშლის, შეუძლია დაბრუნდეს და აუცილებლად მოუწევს პასუხისგება იმ დანაშაულებზე, რაც წლების განმავლობაში ქართველი ხალხის და ქვეყნის წინაშე ჩაიდინა", - განაცხადა კალაძემ.

11 ივნისს უკრაინის ელჩმა საქართველოში იგორ დოლგოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სააკაშვილი არ არის საქართველოს მოქალაქე, მაგრამ არის ქართველი და არასოდეს შეწყვეტს ქართველობას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×