რეზონანსი
25.06.2020

საქართველო ერთი ნაბიჯით წინ წავიდა, მუშაობს რა ეკონომიკის გაუმჯობესების გეგმაზე და გაიხადა რა ჯანდაცვა მოწინავე პოლიტიკურ პრიორიტეტად,- ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული ოფისის დირექტორმა ჰანს კლუგემ განაცხადა. მისი თქმით, საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელმაც ადრეულ ეტაპზე მიიღო საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ზომები და კოვიდ ტესტების მომარაგება იმაზე ადრე დაიწყო, ვიდრე ქვეყანაში ვირუსი დაფიქსირდებოდა.

"საქართველო, ხაზი უნდა გავუსვა, რომ ერთი ნაბიჯით წინ წავიდა, მუშაობს რა ეკონომიკის გაუმჯობესების გეგმაზე და გაიხადა რა ჯანდაცვა მოწინავე პოლიტიკურ პრიორიტეტად, ამასთანავე მუშაობს მეორე ტალღის გასამკლავებლად. ეს ყველაზე ხშირად დასმული კითხვაა, როდის იქნება და იქნება თუ არა ვირუსის მეორე ტალღა. როგორც უკვე აღინიშნა, ჩვენ ვხედავთ პიკს პირველი ტალღის ფარგლებში, რადგან მეორე ტალღა რეალურად მაშინ დგება, როსდესაც შემთხვევათა რაოდენობა ძალიან დაბალ მაჩვენებელზე დადის და ამის შემდეგ, ვხედავთ მეორე ტალღას, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბევრ ქვეყანაში ჩვენ ჯერ კიდევ პირველი ტალღის პირობებში ვართ. ველით, რომ ვითარება კიდევ უფრო დამშვიდდება ქვეყანათა უმეტესობაში ზაფხულის განმავლობაში, თუმცა ჩვენ ნამდვილად უნდა მოვემზადოთ შემოდგომისთვის, როდესაც კოვიდი შეიძლება შეხვდეს სეზონურ გრიპს და სხვა დაავადებებს"- განაცხადა ჰანს კლუგემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×