რეზონანსი
25.06.2020

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მცირეწლოვანი, 3 წლის ელენე რატიანია.

„პრაიმტაიმის" ინფორმაციით, ბმვ-ს მარკის ავტომანქანას, რომელიც ელექტროგანათების ბოძს შეეჯახა, მცირეწლოვანის დედა მართავდა. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, ავტომანქანაში, რატიანების ოჯახთან ერთად, სხვა პირებიც იმყოფებოდნენ.

„ოჯახის, სოფელ ხირსიდანაა, რამდენიმე წელია, წნორში ცხოვრობენ. ბავშვის დედა, ლიბერთი ბანკის თანამშრომელია. სოფელში, პაპის სანახავად იმყოფებოდნენ. ეს ამბავი იქიდან წამოსულებს დაემართათ. მანქანა ამოტრიალებული იყო. იმ მხარეში ტრანსპორტი ცოტაა, ვიღაც ქალბატონმა გაიარა და ის დაეხმარათ. საავადმყოფოში რომ მიიყვანეს, ბავშვი უკვე გარდაცვლილი იყო",- თქვა ერთ- ერთმა ახლობელმა.

სრულად იხილეთ: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×