
გიორგი გაბუნიას საქმეზე სუს-ში გამოკითხვაზე „ქრონიკა+"-ის რედაქტორი ელისო კილაძე დაიბარეს.
კილაძე ვარაუდობს, რომ სუს-ში დაბარება უკრაინელი ჟურნალისტის, ოლეგ დეინეკას მიერ „იმედის" ეთერში გაკეთებულ განცხადებას უკავშირდება.
„გუშინ დამიკავშირდა ანტიტეერორისტული ცენტრის გამომძიებელი და მითხრა, რომ უნდა მივიდე გამოკითხვაზე. საქმე ეხება შეკვეთით მკვლელობის მომზადებას. ჩემი ვარაუდით, საქმე უკავშირდება უკრაინელი ჟურნალისტის ოლეგ დეინეკას განცხადებას, რომ უკრაინაში უნდა დაფუძნებულიყო ანტიპუტინური მოძრაობა რომლის ლიდერიც იქნებოდა გიორგი გაბუნია. დიპლომატების რაღაც ჯგუფმა ამ მოძრაობის სპიკერად და კოორდინატორად დამასახელეს მე და მგონია, რომ ეს არის რუსეთის გეგმის ერთი ნაწილი, ყურადღების გადატანა სხვა მიმართულებით და არა გაბუნიას მკვლელობის რეალურ დამკვეთებზე. მე როგორც ვნახე მიმოწერაში, დეინეკი დამიკავშირდა მე მარტში მითხრა, რომ ქართულ-უკრაინულ მედიაპროექტზე მას სურდა ჩემთან დაკავშირება. მე ეს მესიჯი 3 მაისს ვნახე. მივწერე ჩემი ნომერი და აღარ გამოჩენილა. მე გაბუნიას პოლიტიკურ გეგმებზე ინფორმაცია არ მაქვს. არანაირ ანტიპუტინისტური მოძრაობის სპიკერად თავს არ მოვიაზრებ და არც ვოიაჟები სხვა ქვეყნებში არ იგეგმებოდა", განაცხადა კილაძემ
კილაძე აცხადებს რომ დეინაკა პრორუსული ორიენტაციის ჟურნალისტია და ეს დამატებით კითხვის ნიშნებს აჩენს.