რეზონანსი
25.06.2020

საბერძნეთში, ქალაქ თესალონიკში ახალგაზრდა ქართველი ქალის გარდაცვალების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. პირველ ეტაპზე, ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ ქართველი ემიგრანტი სავარაუდოდ აფეთქების ტალღამ მეხუთე სართულიდან გადმოაგდო, ვინაიდან ცხედარი ნაწილობრივ დამწვარი იყო.

გარდაცვლილი ქალის მეგობარი კი ამბობს, რომ რეალურად აფეთქება არ მომხდარა. მისი თქმით, 36 წლის ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

„ცეცხლი წაიკიდა და მეხუთე სართულიდან გადმოხტა. ბოლო პერიოდში, მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა ჰქონდა. თვითმკვლელობა ადრეც სცადა, თუმცა მაშინ გადავარჩინეთ, სამწუხაროდ, ახლა ეს ვერ შევძელით", - ყვება გარდაცვლილის მეგობარი.

სრულად იხილეთ: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×