რეზონანსი
25.06.2020

„მორალური უფლება არ გაქვთ, ადამიანის უფლებებზე ილაპარაკოთ", - ამ სიტყვებით მიმართა „პატრიოტთა ალიანსის" წევრმა, ადა მარშანიამ „ნაციონალური მოძრაობის" წევრს, სალომე სამადაშვილს ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე.

„დიდი ხანია, პოლიტიკური ხარაკირი უნდა გაიკეთოთ, მაგრამ აქ მოდიხართ და ენას ატლიკინებთ, ქალბატონო, ვითომ ვაი და ვუი დეპუტატო. განსაკუთრებულ მონა-მორჩილებაში მყოფი სადისტი და კრიმინალი სააკაშვილის სახით. დღეს ძალიან ლამაზი ვარცხნილობა გაქვთ - ალბათ, ამ მგზნებარე სიტყვის სათქმელად ემზადებოდით, ტელევიზიები დაგესეოდნენ და ალბათ განსაკუთრებულად მოემზადეთ ხომ?! მართლა კომპლიმენტს გეუბნებით - მაღალი სტანდარტის ვარცხნილობა გაქვთ, მაგრამ მორალური და ზნეობრივი უფლება - არა", - განაცხადა ადა მარშანიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×