რეზონანსი
25.06.2020

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში „მთავარ არხზე" გასულ სიუჟეტში მოქმედი გმირები დაიბარეს. ისინი გამოკითხვაზე 12:00 საათზე უნდა მივიდნენ.

არკინაზ გულიევა და ზანურა ტალიბოვა ​ამტკიცებდნენ, რომ მათ ოჯახს ხელისუფლების წარმომადგენლებმა 10 ათასი ლარი შესთავაზეს იმის სანაცვლოდ, რომ მათი ოჯახის წევრის გარდაცვალების მიზეზად კორონავირუსი ჩაეწერათ.

„მთავარი არხის" სიუჟეტს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე გამოეხმაურა. მან გაჟღერებულ ვერსიას სიცრუე უწოდა და აღნიშნა, რომ „მთავარი არხის" ტარიფით, საქართველოს გარდაცვალების საშუალო ევროპული დონის მისაღწევად 30-40 მილიონი ლარია საჭირო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×