რეზონანსი
25.06.2020

ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება. იგი სოციალურ ქსელში წერს, რომ დამნაშავეები სასტიკად უნდა დაისაჯონ:

"რა სანატრელია ახლა ,,მიშას ციხე”! უსასტიკესად, წამებაში უნდა ამოხდეთ სული ამ ვანდალიზმის ჩამდენებს. დღევანდელი პირობები კურორტია მსგავსი სასტიკი დამნაშავეებისთვის სასჯელის მოსახდელად! სადისტების გამზრდელმა მშობლებმა სიცოცხლე რა სინდისით უნდა გააგრძელონ, როგორ უნდა გაბედონ და იბრძოლონ მათი თავისუფლებისთვის?! ყველა ის პირი, ვინც არ ითანამშრომლებს გამოძიებასთან უმკაცრესად უნდა დაისაჯოს! სად არის გოგონას მშობლები ამ პანდემიური აკრძალვების დროს 50 კაცი დაქირავებულ ვილაში რომ შეკრიბა და დააფინანსა? უფრო მეტად სასტიკია მკვლელი/ები, რომელიც 4 დღე სამძებრო სამუშაოებს შორიდან უყურებდა! ყველა ის ახალგაზრდა, რომელიც დუმდა მთელი ამ ხნის განმავლობაში. უბედური დედის ლამაზი, კეთილი, მშრომელი, სპორტსმენი შვილის ნაცემ სხეულს 4 დღე მდინარე დაათრევდა! ყველა ვინც დუმდა, პოტენციური მკვლელია, ვინც შეესწრო კონფლიქტს, მანქანების დევნას, მის დენად ხასიათს და არ შეატყობინა პოლიციას – თანამონაწილეა!

ვეღარ ვიკავებ თავს. ღმერთო, გასკდა გული! როგორი შვილი მოუკვდა დედას, საქართველოს” - წერს მარიამ კუბლაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×