რეზონანსი
24.06.2020

თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე ხის წაქცევის შედეგად დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა. ისინი სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა არიან გადაყვანილი.

როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმმა, თორნიკე რიჟამაძე ჟურნალისტებს განუცხადა, დაშავებული პაციენტების მდგომარება დამაკმაყოფილებელია და ისინი კლინიკას რამდენიმე საათში დატოვებენ.

„სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის დახმარების მიერ შემოყვანილი იქნა სამი პაციენტი, ერთი მამაკაცი და ორი ქალბატონი, რომლებსაც მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდათ. მამაკაცს მკერდის არეში ჰქონდა ნახეთქი ჭრილობა, ერთ-ერთ ქალბატონს კი კისრის არეში აღენიშნება დაჟეჟილობა. მათი მდგომარეობა დამაკამაყოფილებელია და რამდენიმე საათში, დაკვირვების შემდეგ დატოვებენ კლინიკას“ - განაცხადა თორნიკე რიჟამაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×