რეზონანსი
24.06.2020

საქართველო ჯერჯერობით ვერ მოხვდა იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომლებისთვისაც 1 ივლისს საზღვრის გახსნის რეკომენდაციით გამოდის ევროკავშირის კომისია. რეკომენდაცია სავალდებულო არ არის წევრი ქვეყნებისთვის, რომლებიც საკუთარი შეხედულებისამებრ გადაწყვეტენ, ვის გაუხსნან საზღვრები. ევროკომისია პარასკევს გეგმავს რეკომენდაციის საბოლოო ვარიანტის მიღებას. საზღვრები მარტში კორონავირუსის პანდემიის გამო ჩაიკეტა.

თავდაპირველ სიაში 47 ქვეყანა იყო და მასში საქართველოც შედიოდა. მოგვიანებით საქართველო სიიდან ამოიღეს. როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს ევროკავშირში, კავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყანა ეჭვს გამოთქვამს იმის თაობაზე, თუ რამდენად შესწევს საქართველოს ჯანდაცვის სისტემას უნარი, გაუმკლავდეს კორონავირუსის გავრცელებას, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ჯერჯერობით კარგად ართმევს თავს ამ პრობლემას. რადიო თავისუფლების წყაროს თანახმად, საკითხის განხილვა პარასკევს გაგრძელდება და, სავარაუდოდ, საქართველო კვლავ შეყვანილი იქნება სიაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×