
მთავარი არხის ერთ-ერთი მეწილის, ბრალდებული გორგი რურას წერილს "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია გამოეხმაურა.
ბოკერიას თქმით, რურუას პოზიცია ღირსელი ნაბიჯია, თუმცა "ევროპული საქართველო" გადაწყვეტლებას არ შეცვლის, რადგან ეს პრინციპის საკითხია.
“ამ ტიპის პოზიციის დაკავება გიორგი რურუას მხრიდან არის კიდევ ერთი ღირსეული ნაბიჯი, მაგრამ ჩვენთვის ეს არ არის პერსონალური საკითხი, ეს არ ესმის ივანიშვილსა და მისი „კლოუნების“ გარემოცვას, ეს არის პრინციპის საკითხი, რომ არავინ არ შეიძლება იჯდეს ციხეში, არ აქვს მნიშვნელობა ეს მე ვარ, უგულავა, ოქრუაშვილი, ხაზარაძე თუ რურუა იმიტომ, რომ ივანიშვილმა გადაწყვიტა და საჯაროდ გვითხრა, რომ ახლა დაგსჯი, ანუ მთავრობის გადაწყვეტილებით, კანონის უზენაესობას გამორიცხავს. არავინ არ უნდა იჯდეს იარაღის ჩადებით, არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს შერჩევითი სამართალი, რომ სხვებს ვუშვებ გირაოთი იგივენაირ საქმეებზე და ამას ვტოვებ პოლიტიკური მოტივებით ციხეში და რაც მთავარია, არ მოსულა შეთანხმება რომ მოხდება, მერე თქმა, რომ მე ამ ნაწილში გადაგაგდე, არ მოსულა. უნდა ისწავლოს ივანიშვილმა ჭკუა, თავისი ხელით გაიტანოს ახლა ის საკონსტიტუციო ცვლილებები, რაც არ უნდოდა და მერე იზეიმოს, თუ უნდა, სასაცილოა რომ ზეიმობს იმას, რაც არ უნდოდა, რომ ექნა და გამოუშვას რურუა ციხიდან. ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა, ჩვენ პირველ მოსმენაში მივიღეთ მონაწილეობა იმისთვის, რომ გადაგვეზღვია რისკები. ჯობია, გონს მოვიდეს ივანიშვილი, საკონსტიტუციოს ამბავი დავამთავროთ, რურუაც გამოუშვას, რომ ვითარება დამშვიდდეს”, - განაცხადა ბოკერიამ.
ცნობისთვის, ბრალდებულმა გიორგი რურუამ წერილი გაავრცელა და ოპოზიციას მესამე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობისკენ მოუწოდა.