
სოციალურ ქსელში გავრცელდა მუხიანში გადაღებული ფოტო, სადაც უამრავი კალიაა ასახული.
pia.ge სურსათის ეროვნულ სააგენტოს დაუკავშირდა იმის გასარკვევად, თუ რა ხდება მუხიანში და არსებობს თუ არა კალიების გავრცელების რეალური საფრთხე.
„ეს ტერიტორია, სადაც კალიებია დაფიქსირებული, მუხიანში დაჩების მიმდებარე ტერიტორია, აქ იყო კალიების რეზერვაცია. სურსათის ეროვნული სააგენტოს ჯგუფი ადგილზე იმყოფება. ჩავატარეთ შესაბამისი ღონისძიება, რათა არ გაფართოვდეს არეალი და კალიებმა მოსახლოებამდე არ მიაღწიონ", - განუცხადა pia.ge-ს სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ნიკა მესხმა.
როგორც ნიკა მესხი ამბობს, არ არსებობს კალიების სხვა ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხე, რადგან კალიების იმ სახეობას, რომლებიც მუხიანის ტერიტორიაზე არიან, არ შეუძლიათ ფრენა.