რეზონანსი
24.06.2020

ჩემს წინააღმდეგ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ ვანო მერაბიშვილს ხელისუფლება გათავისუფლებას რამდენჯერმე დაპირდა. მეორედ რომ მივიდნენ მასთან, უთხრეს, უბრალოდ თქვი, რომ სააკაშვილი ცუდი ადამიანია და გახვალო, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დიმიტრი გორდონისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ჩემს წინააღმდეგ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ ვანო მერაბიშვილს ხელისუფლება გათავისუფლებას რამდენჯერმე დაპირდა. მეორედ რომ მივიდნენ მასთან, უთხრეს, უბრალოდ თქვი, რომ სააკაშვილი ცუდი ადამიანია და გახვალო. ეს იყო ოთხი წლის წინ, ასე იყო რამდენჯერმე. გათავისუფლების შემდეგ, ის ჩამოფრინდა აქ, მოვიდა ჩემთან სახლში. მე მადლობა გადავუხადე, რომ ჩვენი მეგობრობა არ გასწირა და ჩემზე არაფერი დაწერა, მან კი მითხრა, ეს შენთვის არ გამიკეთებიაო, ჩემთვის გავაკეთე, რადგან სხვა შემთხვევაში სარკეში საკუთარ თავსაც ვერ შევხედავდიო", - განაცხადა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა.

დიმიტრი გორდონის კითხვაზე, სად იმყოფება ახლა მერაბიშვილი, სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის საქართველოშია და სახალხო არჩევნებში გამარჯვებისთვის ემზადება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×