რეზონანსი
24.06.2020

აბსოლუტურად ვეთანხმები ალეკო ელისაშვილს, როდესაც ამბობს, რომ გიგა ბოკერიას სტამბოლის ბაზარი აქვს გაჩაღებული მაჟორიტარებში, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა, „ტრიბუნას" ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

რაც შეეხება ალეკო ელისაშვილს, ჭიჭინაძის თქმით, ელისაშვილი „პოზიციონირებდა როგორც ხალხოსანი პოლიტიკოსი და ამიტომ იმსახურებდა სიმპატიას".

„აბსოლუტურად ვეთანხმები ალეკო ელისაშვილს, როდესაც ამბობს, რომ გიგა ბოკერიას სტამბოლის ბაზარი აქვს გაჩაღებული მაჟორიტარებში. ბოკერიას, რომელსაც არანაირი საერთო არ აქვს ეროვნულ ფასეულობებთან. პირადად ელისაშვილს კი ვეტყოდი, რომ ის პოზიციონირებდა როგორც ხალხოსანი პოლიტიკოსი და ამიტომ იმსახურებდა სიმპატიას. ხალხოსნობას კი „ლელოსთან" რა კავშირი აქვს? რადგან „ლელოს" და მის ლიდერებს ხალხთან და მათ ინტერესებთან საერთო რომ არაფერი აქვთ, ეს პრაქტიკულად ყველა ოჯახს აქვს საკუთარ თავზე გამოცდილი", - განაცხადა ჭიჭინაძემ.

კომენტარს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნა" ავრცელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×