რეზონანსი
24.06.2020

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, მცხეთის პოლიციაში ერთ-ერთი არასრულწლოვანი გამოკითხა.

როგორც ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა განაცხადა მისი დაცვის ქვეშ მყოფი ინფორმაციას ფლობს მომხდარ ინციდენტსა და დაპირისპირებაზე, თუმცა ფეხბურთელის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არაფერი იცის.

არასრულწლოვანი არც თავად შაქარაშვილს იცნობდა. გამოკითხვის შემდეგ მოწმე, დნმ-ისა და თითის ანაბეჭდების ჩასაბარებლად კრიმინალურ სამსახურში ადვოკატთან ერთად წავიდა.

„გამოძიებისა და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალების გაჟღერებისგან თავს შევიკავებ. ეს პირი ნამდვილად გამოიკითხა ბავშვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ჩვენ მზად ვართ, დნმ-ის ნიმუში და ანაბეჭდები ჩავაბაროთ. ის დაპირისპირებაში არ მონაწილეობდა, მოწმის სახით გამოიკითხა და გიორგი შაქარაშვილს არ იცნობდა", - განაცხადა ადვოკატმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×