რეზონანსი
24.06.2020

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ირკვევა, რომ მისი მეგობრის, გუკა ამირხანაშვილის გარდა, არის ფოტოგრაფი, რომელიც გაქცევის მომენტში მათთან ერთად იმყოფებოდა. ის, სავარაუდოდ, იყო ბოლო, რომელმაც გიორგი შაქარაშვილი ნახა. ადვოკატების განცხადებით, მას შესაძლოა ჰქონდეს ყველაზე მეტი ინფორმაცია.

„ამ ოთხი პიროვნებიდან ერთ-ერთია ეს ფოტოგრაფი, რომელიც გზაზე გადაადგილდებოდა და შემდეგ ამ ადამიანებმა მოახდინეს გაქცევა. ეს არის ის ინფორმაცია, რაც მაქვს. ჩემი შეფასებით, ის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებაზე ინფორმაციას ფლობს", - განაცხადა ადვოკატმა ალექსანდრე კობახიძემ.

19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×