რეზონანსი
24.06.2020

ნოდარ მელაძე ამბობს, რომ უსაფრთხოების სამსახურს აინტერესებდა, როდის გაიგო ინფორმაცია გიორგი გაბუნიას მკვლელობის შესაძლო მომზადებაზე, და სიუჟეტი საკუთარი ინიციატივით მოამზადეს თუ ვინმეს თხოვნით ან დავალებით.

მელაძე ამბობს, სუს-ში დაინტერესდნენ, კიდევ ხომ არ გეგმავენ სიუჟეტის მომზადებას ამ თემაზე და შესაბამისად, ახალი დოკუმენტების გასაჯაროებას. მელაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ წყაროს გამხელას არ აპირებს და ეს უთხრა გამომძიებელსაც.

"აინტერესებდათ, გვაქვს თუ არა დოკუმენტები შენახული პირველადი ფორმით, ანუ ვიდრე სატელევიზიო გრაფიკა მოხდებოდა. ასევე, რა შინაარსის დოკუმენტებია ჩვენს ხელში და გვაქვს თუ არა კიდევ სხვა მასალები, რომლებიც ჯერ ეთერით არ გაგვისაჯაროებია. ყველა ამ კითხვაზე არის ერთი პასუხი, სისხლის სამართლის საპროცესო 50-ე მუხლი, რომელიც გვაძლევს საშუალებას ჩვენი ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებში მოპოვებული ნებისმიერი ინფორმაციის შესახებ ჩვენება არ მივცეთ," - განაცხადა მელაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×