რეზონანსი
24.06.2020

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ლუგარის ლაბორატორიაში იმყოფებოდნენ, სადაც კვლევითი ცენტრის თანამშრომლებს შეხვდნენ და მიმდინარე კვლევებს გაეცნენ.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომლები ყველაზე აქტიურად არიან ჩართულნი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში.

„კერძოდ, იკვლევენ კორონავირუსის გენომის შტამს. ეს გენომის შტამი დარდება სხვა ქვეყნებში ჩატარებულ გენომის შტამებს და დღეს, კიდევ ერთხელ ნათლად გამოიკვეთა ლუგარის ლაბორატორიის მნიშვნელობა, მისი მოწინავეობა აღნიშნულ დარგში", - აღნიშნა ტიკარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×