რეზონანსი
24.06.2020

კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის" საგანგებო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე განხორციელდა კიბერთავდასხმა და მედიასაშუალებებისთვის ცრუ ინფორმაციის გაგზავნა.

„დღეს დილით, კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის" ფოსტაზე განხორციელდა კიბერთავდასხმა და მოხდა ელექტრონულ ფოსტაში გარედან შეღწევა, რის საფუძველზეც რამდენიმე მედიასაშუალებას დაეგზავნა ცრუ ინფორმაცია. „თბილისის მიკროავტობუსის" კომპიუტერული უზრუნველყოფის დეპარტამენტი მუშაობს აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრაზე და მომხდარის შესახებ კომპანია შეატყობინებს შინაგან საქმეთა სამინისტროსაც", - ნათქვამია კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის" განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×