რეზონანსი
24.06.2020

ინფექციურ საავადმყოფოში მხოლოდ ერთი ახალი პაციენტი შემოვიდა. გამოჯანმრთელდა ორი და დღეს გვყავს 24 დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

„გუშინ მოთავსებული პაციენტის მდგომარეობა ჯერჯერობით სერიოზულია იმ თვალსაზრისით, რომ მას აქვს მძიმე პნევმონია და დაავადების პროგრესირება მიმდინარეობს. შემოსვლიდან, დღის განმავლობაში კვლავ გრძელდება პროგრესირება. არსებული კვლევებით, მონაცემები ადასტურებს, რომ სიტუაცია საშუალოზე მძიმეა. ეს გახლავთ ის პაციენტი, რომლის ინფიცირების წყარო უცნობია. მისი წყაროების კვლევა გრძელდება და იმედია პირველწყაროს დადგენა არ გართულდება", - აღნიშნა მარიან ეზუგბაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×