რეზონანსი
23.06.2020

მმართველი გუნდის ოპონენტების მიზანი თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩენაა. ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციის ნაწილმა გიორგი რურუას გათავისუფლება პოლიტიკური სპეკულაციის საკითხად აქცია.

„როგორც ჩანს, თამაშგარე მდგომარეობაში ყოფნა ჩვენი ოპონენტების მიზანია. აყენებენ აბსოლუტურ მოთხოვნას, რომ ხელისუფლებამ უკარნახოს სასამართლოს ან იუსტიციის სამინისტროს, პენიტენციურ დაწესებულებას, რომ გასაღები აიღოს, გააღოს საკანი და გამოუშვას კონკრეტული პიროვნება. ეს თემა პოლიტიკური თამაშის და სპეკულაციის საგანია", - განაცხადა ვოლსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×