რეზონანსი
23.06.2020

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტობის დროს უამრავ სხვადასხვა უცხოელ სტუმარს მასპინძლობდა, მათ შორის დონალდ ტრამპს, რომლებთანაც ერთად ღამის კლუბებში დადიოდა და შადრევნებში დარბოდა.

„ყოველთვის ვმასპინძლობდი სტუმრებს. ბევრს მოსწონდა საქართველოში ჩამოსვლა: ჰილარი კლინტონი, ტრამპი, ჯონ მაკკეინი. ტრამპიც იყო. ბათუმში ერთად ფეხით ვსეირნობდით. ღამის ორ კლუბში ვიყავით, შადრევნებში დავრბოდით", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა დიმიტრი გორდონისთვის მიცემულ ინტერვიუში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×