რეზონანსი
23.06.2020

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა დიმიტრი გორდონთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ქართველი ხალხი მას საუკუნეების შემდეგაც გაიხსენებს.

„ქართველები ერთი პერიოდი ჩემგან დაიღალნენ, მაგრამ ახლა ძალიან მაფასებენ და მე მათგან სიყვარულს ვგრძნობ.

ვფიქრობ, რომ არამარტო 3-5 საუკუნის შემდეგ გამიხსენებენ, მე ამაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ ქართველები ახლაც მაფასებენ. დავით აღმაშენებელი ყველაზე დიდი ქართველი მეფე იყო, მას არ ვედრები, მაგრამ იგი ხუთი საუკუნე არავის გახსენებია, მიუხედავად იმისა, რომ მან ქართული სახელმწიფოებრიობა შექმნა. ის ცუდად ახსოვდათ, რადგან ხანდახან ხისტი იყო. არც მთლად სტალინი ან კალიგულა ყოფილა, თუმცა მაინც ხისტი იყო. მასთან შედარებით არავინ ვარ, მაგრამ მგონია, რომ მასზე ბევრად ჩქარა გამიხსენებენ კარგად. ამისთვის მზად უნდა იყო, როდესაც მოძველებული დოგმების წინააღმდეგ მიდიხარ, ეს კულტურული რევოლუციაა. შენ ქვეყანას პროგრესისკენ ექაჩები, მაგრამ ტკივილი ხომ რჩება? ამიტომ, მათ აქვთ განცდა, რომ მათზე იძალადეს. დიახ, მათ ამ მხარეს მოსწონთ და უკან დაბრუნება არ უნდათ, თუმცა ადამიანი, რომელმაც ისინი მეორე ნაპირზე გადაიყვანა, მოსახლეობაში შერეულ გრძნობებს იწევს. ამას დაემატა რუსეთის პროპაგანდაც", - განაცხადა სააკაშვილმა.

კითხვაზე, იქნება თუ არა ისევ საქართველოს პრეზიდენტი, სააკაშვილმა კონკრეტული პასუხი არ გასცა და აღნიშნა: „არ ვაპირებ უკანა სავარძელზე ყოფნას, მე საჭესთან ჯდომა მიყვარს. ვნახოთ, რა იქნება".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×