
ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ნოდარ მელაძე სუს-ში დაბარებაზე პირველ კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მასთან კითხვები „ტვ პირველის" მიერ მომზადებულ სიუჟეტთან დაკავშირებით აქვს, რომელიც გიორგი გაბუნიას შესაძლოა ლიკვიდაციას უკავშირდება.
„დახლოებით ერთი საათის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებელი დამიკავშირდა, რომელმაც მითხრა, რომ ხვალ გამოკითხვაზე ვარ დაბარებული. საქმე ეხება მათ წარმოებაში სისხლის სამართლის საქმეს. ეს არის გიორგი გაბუნიაზე სავარაუდო თავდასხმის მომზადების საქმე. როდესაც ვთხოვე გამომძიებელს, თუ რასთან დაკავშირებით ჰქონდა კითხვები, მან მითხრა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაინტერესდა იმ ჟურნალისტური გამოძიებით, რომელიც შაბათს „ტვ პირველმა" მოამზადა.
მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენ მოვიპოვეთ ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტები ვასამბეკ ბოკოვთან დაკავშირებით. მათ შორის, რომელიც შესაძლოა ქართული სპეცსამსახურებისთვისაც იყო ახალი", - ამბობს ნოდარ მელაძე.
იხილეთ სრულად: პრაიმტაიმი