რეზონანსი
23.06.2020

მე-11 დღეა მესაზღვრეების მიერ დაკავებული ქართველი მწყემსი დაღესტნის ტერიტორიაზე იმყოფება. როდის გაათავისუფლებენ დავით ვარდოშვილს, ამ დრომდე უცნობია.

ოჯახის წევრების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი თავს კარგად გრძნობს. ნათესავები იმედს გამოთქვამენ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და შვეიცარიის საელჩოს მონაწილეობით დაწყებული მოლაპარაკებები შედეგს გამოიღებს და 23 წლის ახალგაზრდას ქართულ მხარეს უახლოეს დღეებში გადმოსცემენ.

არსებული ინფორმაციით, დავით ვარდოშვილი რუსმა მესაზღვრეებმა 13 ივნისს დაღესტნის მონაკვეთზე საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×