
საქართველოს მმართველ პარტიას ბევრი პოზიტიური რამ აქვს ხალხისთვის სათქმელი და მათ არაჩვეულებრივად გაართვეს თავი კორონავირუსის პანდემიას- ამის შესახებ „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ამერიკელი დემოკრატი საპრეზიდენტო კანდიდატის ჯო ბაიდენის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მრჩეველი და ბაიდენის ცენტრის დირექტორმა განაცხადა.
მაიკლ კარპენტერის შეფასებით, საქართველო, ვირუსთან გამკლავების თვალსაზრისით, მსოფლიოს მასშტაბითაა ლიდერი.
„მათ, როგორც მმართველ პარტიას, შეუძლიათ ეს მიღწევა გამოიყენონ საარჩევნო პლატფორმად. მოდით, არ გვქონდეს ეს შეფარული ძალისხმევა, რომ ადამიანებს არჩევნებში მონაწილეობაში ხელი შევუშალოთ. ყოველთვის არსებობს კომპრომისი, ამბავს ყოველთვის ორი მხარე აქვს, ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში ასე ხდება. საქართველოში კარგი ისაა, რომ დიალოგი მიმდინარეობს. იმედი მაქვს, ამ კომპრომისის მიღწევა შესაძლებელი იქნება“- აღნიშნა კარპენტერმა.