
ახალი კლასტერი და ინფიცირების უცნობი წყარო - კორონავირუსის სოფელ ყარაჯალაში მცხოვრებ შუა ხნის ქას აღმოაჩნდა, რომელიც სოფლის მეურნეობის პროდუქტებს დიდუბის მეტროს მიმდებარე ბაზარში ყიდდა.
ჯერჯერობით, უცნობი,ა რამდენად დიდია ქალის კონტაქტების წრე.
დიდუბის ბაზარში ეპიდემიოლოგები ამ ეტაპზე არ მუშაობენ, მოვაჭრეები ნაწილმა სწორედ "კურიერისგან" შეიტყო ქალის დაინფიცირების შესახებ.
მოვაჭრეები განცხადებით, ქალი დიდუბის ბაზარში მწვანილს ყიდდა, თუმცა, მათივე თქმით, ბოლო პერიოდში ქალი ბაზარში არ გამოჩენილა,
ქალი სოფელ ყარაჯალაში იმყოფებოდა, როდესაც კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდა.
ინფიცირებული ქალი, თელავის რაიონული საავადმყოფოში თვითონ მივიდა. მას მაღალი ტემპერატურა და ფილტვების ორმხრივი პნევმონია ჰქონდა. პაციენტი უკვე გადაყვანილია ინფექციურ კლინიკაში, მისი კონტაქტების კვლევა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.