რეზონანსი
23.06.2020

„გაძლევთ იმის გარანტიას, რომ თუ შეიკრიბება შესაბამისი მტკიცებულებები, რომელიც დააკმაყოფილებს სტანდარტს, კონკრეტული პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დასაწყებად, ჩვენი რეაქცია იქნება მყისიერი", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ 19 წლის გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, გამოძიება რამდენივე ვერსიას განიხილავს.

,,გვინდა საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ საქმის გამოძიების პროცესში მუშაობს ყველა მიმართულებით, განიხილება არაერთი საგამოძიებო ვერსია, სხვადასხვა სპეციალიზაციის გამომძიებლების შემადგენლობით შექმნილია საგამოძიებო ჯგუფი. ჩასატარებელია უამრავი ექსპერტიზა, შესაბამისად, ერთ დღეში და ორ დღეში გამოძიება შედეგს ვერ დადებს. დაველოდოთ გამოძიების შედეგებს", - განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

ამასთან, როგორც უწყების მაღალჩინოსანმა განაცხადა, შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება კიდევ ერთი, ძალადობის მუხლით დაიწყო.

„ამ ეტაპზე, არ იკვეთება გიორგი შაქარაშვილის მხრიდან კონფლიქტში მონაწილეობის კვალი. გამოძიება ეს არის რთული პროცესი, გამოსაკითხია დამატებით ათეულობით მოწმე და ჩასატარებელია უამრავი ექსპერტიზა ერთ და ორ დღეში გამოძიება ვერ დასრულდება. რადგან გამოიკვეთა ფიზიკური დაპირისპირების კვალი, დაემატა კიდევ ერთი მუხლი და დღეის მდგომარეობით, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობის მუხლებით", - განაცხადა ვლადიმერ ბოცვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×