
ქართველ გმირ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს, სავარაუდოდ, ერთ-ერთმა პარტიამ პოლიტიკაში ჩართვა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა შესთავაზა, ამის შესახებ „პრაიმტაიმი" წერს.
„პრაიმტაიმთან" საუბრისას ვაჟა გაფრინდაშვილმა სამომავლოდ პოლიტიკაში ჩართვა არ გამორიცხა, თუმცა ინფორმაცია მმართველი პარტიის შეთავაზებასთან დაკავშირებით, არ დაადასტურა.
ვაჟა გაფრინდაშვილი: ამ ეტაპზე პოლიტიკაში ჩართვის სურვილი არ მაქვს. სამომავლოდ პოლიტიკაზე ყველა ფიქრობს, მაგრამ... ქვეყნის ბედი როგორი იქნება, გააჩნია. დღეს, ჯერჯერობით, ალბათ - არა. ვთვლი, რომ ჯერჯერობით, ჩემი პროფესიით უფრო მეტ საქმეს ვაკეთებ. შეიძლება, ვიღაცას შესთავაზეს, სხვა ვაჟა გაფრინდაშვილს, მაგრამ ჩემთვის არავის არაფერი შემოუთავაზებია. პოლიტიკაში ჩართვასთან დაკავშირებით, არავისთან ლაპარაკი არ მქონია. არჩევნებში მხოლოდ ჩემს კონსტიტუციურ უფლებას გამოვიყენებ, რომ ხმა მივცე.
სრულიად იხილეთ Primetime.ge-ზე