რეზონანსი
23.06.2020

პარლამენტში პლენარული სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით უნდა განიხილონ, რეგისტრაცია 115-მა დეპუტატმა გაიარა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ სხდომის დაწყებისას განაცხადა, საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციური კანონპროექტის განხილვისთანავე, მისი კენჭისყრა გაიმართება.

საკითხის განხილვამდე, პლენარულ სხდომაზე დეპუტატები პოლიტიკური განცხადებებით გამოდიან.

რაც შეეხება ოპოზიციას, დღევანდელ სხდომას „ევროპული საქართველოს" და „ნაციონალური მოძრაობის" წევრები არ ესწრებიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×