რეზონანსი
23.06.2020

63 წლის ქალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, თბილისში ლილოს ბაზრობაზე მუშაობდა. ამის შესახებ report.ge-სთვის გახდა ცნობილი.

პაციენტი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში ცხოვრობს. ქალი თელავის რაონული საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილებიდან თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში უკვე გადაიყვანეს.

როგორც თელავის საავადმყოფოს დირექტორმა ზურა საჩიშვილმა განაცხადა, პაციენტმა კლინიკას თვითდინებით 22 ივნისს მიმართა. 63 წლის ქალს კორონავირუსი PCR ტესტით დაუდასტურდა.

„გაიტესტა მაშინვე, რადგან ჰქონდა ორმხრივი პნევმონია, თუმცა არ ჰქონდა გამოხატული ჩვენებებით. მისი მდგომარეობა სრულიად სტაბილური იყო და გადაყვანილია თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში. „პისიარ" ტესტით დაუდასტურდა დადებითი კოვიდინფექცია, თუმცა, თავიდან გაიტესტება, გადამოწმების მიზნით. ჩემთვის ცნობილია, რომ ყარაჯალაში მუშაობენ ეპიდემიოლოგები და მიდის ამ ქალბატონის კონტაქტების კვლევა", - განაცხადა ზურა საჩიშვილმა.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ეს ადგილობრივი შემთხვევა არ არის და შესაძლოა, ქალი სამუშაო ადგილზე დაინფიცირდა.

სოფელში უკვე მუშაობს ეპიდემიოლოგთა ჯგუფი წყაროს დასადგენად და მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება.

წყარო: Report.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×