რეზონანსი
23.06.2020

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მედიის გავრცელებული ინფორმაცია, რომ კორონავირუსის მქონე პაციენტების გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გაყალბდა, აბსურდულია.

"ჩვენ გვყავს მხოლოდ 14 გარდაცვლილი და თითოეული გარდაცვლილის ისტორიას საზოგადოებაც კი დეტალურად იცნობს და რომ არ მომხდარა რომელიმე პაციენტის სამედიცინო ისტორიის გაყალბება, ესეც კარგად არის ცნობილი. ამგვარი ინფორმაციის გავრცელების მიზანი ალბათ ისევ და ისევ დესტრუქციის შემოტანა და ეჭვის შეტანა მთავრობის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებში",- აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტების შესახებ ინფორმაციის შესაძლო გაყალბების საკითხს გამოეხმაურა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძეც. მისი თქმით, სიკვდილიანობის ხელოვნურად გაზრდის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დიდი ტყუილია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×