რეზონანსი
23.06.2020

სამი ახალი შემთხვევიდან 2 საკარანტინო სივრციდან, შემოტანილი შემთხვევაა, ერთი ახალი შემთხვევის ჩაღრმავებული ეპიდკვლევა გრძელდება წყაროს მოძიების თვალსაზრისით, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

ქვეყანაში დადასტურებულია 911 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 768 პაციენტი. საქართველოში კორონავირუსით სულ 14 ადამიანია გარდაცვლილი.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×