რეზონანსი
23.06.2020

იმ ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, რომელიც დღეს გვაქვს, ვფიქრობთ, რომ სექტემბერში სწავლა განახლდება, თუმცა ამასთან დაკავშირებითაც მნიშვნელოვანია ის, რომ წინ კიდევ 3 თვე გვაქვს და ამ 3 თვეში როგორ განვითარდება მოვლენები, არ ვიცით - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა „იმედის დილის“ ეთერში განაცხადა.

„რატომ მოვხსენით რეგულაციები და რატომ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად შევარბილოთ ის სიმკაცრე, რომელიც გამოვჩინეთ დავუშვათ, პირველ თვეს? ჩვენ გვაქვს სურვილი, მოსახლეობამ გაიაზროს, თუ რა რისკებია და რა თქმა თქმა უნდა, ამით ჩვენ არ გვინდა პასუხისმგებლობა გადავიტანოთ მოსახლეობაზე. ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობით კვლავ ვდგავართ, მაგრამ თუ ჩვენ ერთობლივად არ ვისწავლეთ ვირუსთან სწორი ქცევა და მერე უკვე სწორი მართვა. გაგვიჭირდება შემოდგომაზე და ზამთარში ამ ვირუსთან თანაცხოვრება. დღეს რომ სექტემბერი იყოს, სწავლა ჩვეულებრივად დაიწყებოდა“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×