
4-დღიანი ძებნის შემდეგ 19 წლის სპორტსმენი გიორგი შაქარაშვილი გარდაცვლილი იპოვეს. მყვინთავებმა მისი ცხედარი მდინარეში ნახეს. ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ, აღენიშნება თუ არა რაიმე დაზიანება გარდაცვლილს.
როგორც „პრაიმტაიმს“ გარდაცვლილის მეგობარმა უთხრა, გიორგიმ ცურვა არ იცოდა და მას წყლის შიში ჰქონდა.
„გიორგის ოჯახში ვარ. რაც აქ ხდება, ღმერთმა აშოროს ყველას, უბედურება ტრიალებს… მისი გარდაცვალების ძალიან ბევრი და ურთიერთგამომრიცხავი ვერსია გავრცელდა, თუმცა წინასწარ რაიმე კონკრეტულის თქმა ძნელია.
ზრდილობიანი და წესიერი ადამიანი იყო, ის მხოლოდ ფეხბურთზე იყო ორიენტირებული. ცურვა არ იცოდა, წყლის შიში ჰქონდა. სიბნელის შიშიც ჰქონდა, 5 წუთი ვერ ჩერდებოდა… “ – განაცხადა გიორგი მეგობარმა.
იხილეთ სრულად: პრაიმტაიმი