რეზონანსი
23.06.2020

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერი ერთთვიანი ვადის გასვლის შემდეგ გაუქმდა. მიუხედავად ამისა, ჩოგბურთელს შვილთან და ყოფილ მეუღლესთან მიახლოება კვლავ ეკრძალება.

„ნიკოლოზ ბასილაშვილი გახლავთ ბრალდებული, ამიტომ შემაკავებელი ორდერის გაუქმების მიუხედავად, მას სასამართლოს განჩინებით აკრძალული აქვს მიახლოება, როგორც შვილთან, ისე ნელი დოროყაშვილთან.

თუ ის გადწყვეტს ამ განჩინების დარღვევას, ამაზე იქნება სამართლებრივი პასუხი. ამრიგად, მას განჩინება უკრძალავს ფიზიკურ კონტაქტს. თუ ვინმეს აზრად მოუვა რაიმე სამართალდარღვევის ჩადენა, გარწმუნებთ, ასეთი ორდერები კვლავ გამოიცემა“, – განუცხადა "პრაიმტაიმს" „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელმა ანა აბაშიძემ.

იხილეთ სრულად:  პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×