
გიორგი შაქარაშვილის ბიძის თქმით, პირველადი ექსპერტიზის პასუხი ვერ იძლევა კატეგორიული დასკვნის გაკეთების საშუალებას. მანვე აღნიშნა, რომ საჭიროა დაველოდოთ ლაბორატორიული კვლევის შედეგებს.
„პირველადი მონახაზი არ იძლევა კატეგორიული დასკვნის გაკეთების საშუალებას. საჭიროა ლაბორატორიული კვლევა, რომ კატეგორიული დასკვნა დაიდოს, ამიტომ ველოდებით ლაბორატორიულ კვლევებს. ბევრი ერთმანეთის გამომრიცხავი რამ არსებობს და ჯერ ვერც ერთ ვერსიას ვერ ვიტყვი.
ოჯახმა მოისურვა თავის ნდობითაღჭურვილი პირების ჩართვა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმეს უნდობლობას ვუცხადებთ, უბრალოდ გვინდა, რომ მაქსიმალურად დამაჯერებლები ვიყოთ, სიმართლის გარდა არავის არაფერი აინტერესებს. გვაინტერესებს რეალურად რა მოხდა, როგორ დაიღუპა ბავშვი.
რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნას, რთული იქნება პირველ ეტაპზე გამოკვეთოს ექსპერტმა დაზიანებების შესაძლებლობა - რის გამო და როგორ აქვს მიყენებული. წყლის ნაკადი, ქვასთან კონტაქტი, ჩარბენა ფერდობზე, ათასი ნიუანსია. თუ ისინი შეძლებენ, რომ რაღაც სურათი მოგვცენ, მოგვცემენ, თუ არა და შეიძლება დროში გაიწელოს საბოლოო დასკვნის დადება...“, – აღნიშნა შქარაშვილის ბიძამ მირიან ნიკოლაძემ.