რეზონანსი
22.06.2020

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ცნობით, ბოლო 24 საათში მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდული მატებაა. ამ პერიოდში თითქმის 200 ათასი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. COVID19-ის დადასტურებული შემთხვევები 9 მილიონს გადასცდა, თუმცა სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ახალმა ვირუსმა მუტაცია განიცადა და ამ ეტაპზე უფრო მსუბუქად მიმდინარეობს.

განიცადა, თუ არა COVID19-მა მუტაცია და გადავიდა, თუ არა ვირუსი მილევის ფაზაში საქართველოში - მაისი-ივნისის თვეში ქვეყანაში ძირითადად კორონავირუსი მსუბუქი სიმპტომატიკით ვრცელდება.

COVID19-ს ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ვირუსს მუტაცია ახასიათებს. კორონავირუსის შემთხვევაში გამოვლენილია სულ 15 ათასამდე მუტაციური შტამი. მედიცინა ამ კვლევებს მედიკამენტის ეფექტურობის გავლენის გამო ატარებს, ბოლო პერიოდში გამოვლენილია 300 ამდე ახალი შტამი, თუმცა დადასტურებულად იმის თქვა, რომ დაავადებამ მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა არავის შეუძლია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×