რეზონანსი
22.06.2020

19 ივნისს, დაახლოებით, 11:00 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილის ოჯახმა მისი დაკარგვის შესახებ მიმართა. მანამდე 19 წლის გიორგის გაუჩინარების თაობაზე ინფორმაცია სოციალურ ქსელში მისმა მეგობრებმა გაავრცელეს. მათი თქმით, ახალგაზრდა ბოლოს საგურამოს ტერიტორიაზე ნახე და მას შემდეგ მისი კვალი გაქრა.

საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" პრეზიდენტი, ტარიელ ხეჩიკაშვილი "მთავარ არხთან" საუბარში აღნიშნავს, რომ გიორგის არ  უყვარდა წვეულებზე სიარული და არც დრო

ჰქონდა ამისთვის, რადგან სპორტით და ფეხბურთით იყო დაკავებული.

"ყველა შეშფოთებულია და განიცდის ამ დიდ ტრაგედიას. საუკეთესო ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე, ძალიან ზრდილი, ნიჭიერი ფეხბურთელი გამოაკლდა ქვეყანას, ჩვენს გუნდს, მის ოჯახს, ჩვენი კლუბი არის ოჯახივით შეკრული და თითოეულ მათ წევრს, როგორც შვილებს ისე ვზრდით და ძალიან მიჭირს 

ასევე დაგაინტერესებთ

"არავის ვაპატიებ შენ სიკვდილს, გპირდები"

საგანგებო სიტუაციების მართვის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს უფროსი არ აკონკრეტებს, აღენიშნება თუ არა რაიმე დაზიანება გიორგი შაქარაშვილის ცხედარს

მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს

ამ თემაზე საუბარი. დღეს ბოლო იმედს კიდევ ვაჟღერებდი პირდაპირ ეთერში და ვთხოვდი ყველას, ვისაც შეეძლო დახმარება და თვითონ გიორგისაც პირდაპირი ეთერის საშუალებით მივმართე, თუ შესაძლებელი იყო, გამოჩენილიყო, მაგრამ ეს ბოლო იმედიც გამიქრა... პირდაპირ ეთერში შევიტყვე, რომ ის გარდაცვლილი იპოვეს. ერთადერთი ის დაგვრჩენია, რომ ვანუგეშოთ მისი ოჯახი და ლოცვებში მოვიხსენიოთ. სწორი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ თითოეულმა ჩვენგანმა, განსაკუთრებით უფროსმა თაობამ, მშობლების თაობამ, ხომ არ მიგვიძღვის თითოეულ ჩვენგანს რაიმე წვლილი იმაში, რომ ჩვენი შვილები აგრესიულები არიან ზოგიერთ შემთხვევაში ერთმანეთის მიმართ და ფაქტობრივად, ასე უმიზეზო, უბედურ შემთხვევებთან გვაქვს საქმე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×