რეზონანსი
22.06.2020

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ საჭიროა დექსამეტაზონის წარმოების გაზრდა. მისივე თქმით, პრეპარატმა კოვიდინფიცირებული პაციენტების მკურნალობისას თავისი ეფექტურობა აჩვენა.

„მიუხედავად იმისა, რომ მონაცემები ჯერ წინასწარია, ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევები ცხადყოფენ, რომ დექსამეტაზონს კორონავირუსით მძიმედ დაავადებული პაციენტების სიცოცხლის გადარჩენის პოტენციალი აქვს. ეს კი ზეიმის საფუძველს გვაძლევს. შემდეგი გამოწვევა ამ პრეპარატის წარმოების გაზრდა და შემდგომში მსოფლიოს მასშტაბით მისი თანაბარი განაწილებაა“, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×