
ამერიკაში, ჩრდილო კაროლინის სანაპიროებთან 16 წლის ბიჭი ზვიგენის თავდასხმისგან სიკვდილს მამამ გადაარჩინა. ნიკ არტური ზღვის ნაპირიდან 8 მეტრის მოშორებით დაცურავდა, რა დროსაც მას ბარძაყის მიდამოებში ჩაავლო ზვიგენმა.
„ზეწოლა ძალზე ინტენსიური იყო, რაღაც სახეობის ცხოველი ვხედავდი. მე ვცადე ფეხი ამომეწია წყლიდან, როდესაც დავაფიქსირე 5 ფუტიანი ზვიგენი, რომელიც ჩაბღაუჭებოდა ჩემს ბარძაყს".
სანამ ბიჭის მამა საშველად მოვიდა, მას უკვე რამდენიმე ღრმა ჭრილობა აღენიშნებოდა ფეხზე. „ მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ რაიმე განსაკუთრებული გავაკეთეთ, თუმცა ხელჩართული "ბრძოლა" ალბათ მტაცებლისთვის საკმარისი გამოდგა, რომ იქაურობას გასცლოდა".
მას შემდეგ, რაც ნიკი ნაპირზე გამოიყვანა მამამ, იგი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს და 17 ნაკერი დაადეს დაშავებულ ადგილებში ხელსა და ფეხზე.
მამის თქმით, საერთო ჯამში 40 ნაკბილარი აღმოჩნდა სხეულზე.
newposts.ge