
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ამბავს ეხმაურება და აცხადებს რომ საქმეზე გამოძიება ობიექტურად და სრულყოფილად უნდა წარიმართოს.
,,ძალიან მძიმე მოსასმენია 19 წლის ფეხბურთელის დაღუპვის ამბავი... ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და ახლობლებს. სამწუხაროდ, კრიმინალურ მენტალიტეტს, ქუჩურ-უბნურ გარჩევებს ახალგაზრდების სიცოცხლე ისევ ეწირება. მნიშვნელოვანია გამოძიება დროულად, ობიექტურად და სრულყოფილად წარიმართოს და ყველამ, ვინც შესაძლოა ფლობდეს ინფორმაციას საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების თაობაზე, ითანამშრომლოს გამოძიებასთან", - წერს ომბუდსმენი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლითაა დაწყებული, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ამ ეტაპზე უცნობია გადაკვალიფიცირდება თუ არა აღნიშნული მუხლი.
გიორგი შაქარაშვილის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.