რეზონანსი
22.06.2020

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემ ქვეყანაში შეზღუდვების მოხსნის შემდეგ არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება შეაფასა.

მისი თქმით, კოვიდინფექცია რეგრესს განიცდის.

„ერთი პერიოდი ახალგახსნილზე იყო შედარებითი მატება, რასაც მატებას ვერ დავარქმევთ. შემდგომში ისევ მოხერხდა მდგომარეობის სტაბილიზაცია. ამჟამად არ იმატებს, ერთ და ორ შემთხვევას მატებას ვერ დავარქმევთ. მომართვიანობა შემცირებულია და ვფიქრობ, ინფექცია მიდის რეგრესის გზაზე",- განაცხადა გოფოძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დღეს გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 908 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 761-ს შეადგენს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×