რეზონანსი
22.06.2020

ძალიან გვეშინოდა პირველი ტალღის დასაწყისის, რადგან არ ვიცოდით, როგორ გვემკურნალა დაავადებულებისთვის, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა „იმედის დღეში" განაცხადა.

მისი თქმით, მეორე ტალღას, თუ ეს ქვეყანას დასჭირდება, მედპერსონალი უკეთესი განწყობით შეხვდება.

„მედიცინაში არსებობს, პროფილაქტიკური და პათოგენეზური მოქმედების წამლები და ამ ეტაპამდე არც ერთია შექმნილი და არც მეორე. ერთადერთი, რითაც პაციენტს ვმკურნალობდით, ეს იყო სიმპტომური მკურნალობა და გაგვიმართლა სიმპტომურ მკურნალობაში. მართალია, 14 ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა ქვეყნის მასშტაბით და ეს რა თქმა უნდა, სამწუხაროა, მაგრამ ლეტალობა მინიმუმამდეა დაყვანილი.

მეორე ტალღას, თუ ეს დასჭირდა ჩვენს ქვეყანას, უკეთესი განწყობით შეხვდება მედპერსონალი, რადგან ვიცით რა არის ვირუსი, რა ბუნება ახასიათებს, გადაცემის გზები რა არის, როგორ უნდა დავიცვათ თავი, როგორ უნდა ვუმკურნალოთ ამა თუ იმ სიმპტომს, მაგრამ იმედია, ჩვენი გამოცდილება ჩვენს ქვეყანას ხელმეორედ არ დასჭირდება", - განაცხადა ლევან რატიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×