რეზონანსი
22.06.2020

რუსეთს თავის მეზობლებთან ტერიტორიული პრეტენზიები არ გააჩნია, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, მიერ „როსია 1"-ისთვის მიცემული ინტერვიუს კომენტირებისას განაცხადა.

„არა, რუსეთს თავის მეზობლებთან არანაირი ტერიტორიული პრეტენზია არ გააჩნია", - აღნიშნა პესკოვმა.

ცნობისათვის, ინტერვიუში, რომელიც „როსია 1"-მა ფილმისთვის - „მოსკოვი. პუტინი. კრემლი" - პუტინთან ჩაწერა, რუსეთის პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ საბჭოთა კავშირში შესულმა ბევრმა რესპუბლიკამ მიიღო „უზარმაზარი რაოდენობით რუსული მიწები" და „ტრადიციულად, ისტორიულად რუსული ტერიტორიები". მისივე თქმით, ისინი კავშირიდან იმით უნდა გასულიყვნენ, რითაც შევიდნენ და „რუსი ხალხის საჩუქარი" თან არ უნდა გაეყოლებინათ. თუმცა, მისი თქმით, გასვლის პროცედურა გაწერილი არ იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×