რეზონანსი
22.06.2020

„არავითარი საფრთის ქვეშ არ დგას საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, მნიშვნელობა არ აქვს მიიღებს თუ არ მიიღებს ამ კენჭისყრაში მონაწილეობას რომელიმე რადიკალური პოლიტიკური პარტია", - ამის შესახებ უმრვალესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„შესაბამისად, ეს არის მათი გადაწყვეტილება, ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა, ჩვენი არჩევანი და 116 დეპუტატის მხარდაჭერა. ისინი შეცდომას შეცდომაზე უშვებენ. ისინი იძულებულნი იყვნენ, რომ პირველი მოსმენის დროს მხარი დაეჭირათ ცვლილებებისთვის, იმიტომ რომ ელჩების ზეწოლა იყო რეალურად მათზე და თქვენ ნახეთ, ელჩების ღია განცხადება ამასთან დაკავშირებით. არ გამოვრიცხავ, რომ მეორე და მესამე მოსმენაზე მოუწიოთ კენჭისყრაში მონაწილეობის მიღება, თუმცა საბოლოო ჯამში ეს მათი არჩევანია. მთავარია, რომ საბოლოო ჯამში ეს კანონპროექტი იქნება მხარდაჭერილი და პირველად ამ 25 წლის მანძილზე საქართველოში არჩევნები ჩატარდება ისეთი საარჩევნო სისტემით, რომელზეც თანხმდება პრინციპულად სრულიად პოლიტიკური სპექტრი", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტმა საარჩევნო მოდელზე პროექტი პირველი მოსმენით მიიღო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×