რეზონანსი
22.06.2020

უკრაინული ავიაკომპანია „სქაიაფ ეარლაინსის" ცნობით, უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით ფრენები პირველი ივლისიდან განახლდება. ამის შესახებ ინფორმაცის ავიაკომპანიის პრესსამსახურზე დაყრდნობით უკრაინული მედია ავრცელებს.

„საერთაშორისო რეისების განახლება იგეგმება პირველი ივლისიდან საქართველოსა და ალბანეთის მიმართულებით, ხოლო 15 ივლისიდან სხვა ქვეყნებში, რომლებთანაც წინასწარი შეთანხმება მიღწეულია", - ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში.

ამასთან, ავიაკომპანიაში განაცხადეს, რომ რეისების აღდგენა არ ნიშნავს, რომ მოგზაურობაზე ყველა შეზღუდვა გაუქმებულია.

„ბილეთების ყიდვამდე ავიაკომპანია რეკომენდაციას აძლევს მგზავრებს, გაეცნოს იმ ქვეყნების მოთხოვნებს, სადაც მიემგზავრებიან და ასევე დარწმუნდნენ, რომ მათ ყველა საჭირო დოკუმენტაცია გააჩნიათ", - აცხადებენ „სქაიაფ ეარლაინსში".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×