რეზონანსი
22.06.2020

რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ საბჭოთა კავშირიდან გასვლისას ბევრმა რესპუბლიკამ თან წაიღო "ტრადიციულად რუსული მიწები". პუტინის თქმით, საბჭოთა კავშირის დაშლის დროს ეს რესპუბლიკები უნდა გასულიყვნენ გაერთიანებიდან იმ ტერიტორიებით, რითიც მათი კავშირში მიღება მოხდა და თან არ უნდა წაეღოთ "რუსი ხალხის საჩუქარი".

რუსეთის პრეზიდენტმა არ დააკონკრეტა, რომელ რესპუბლიკებს და რომელ მიწებს გულისხმობს და მხოლოდ ის თქვა, რომ საბჭოთა კავშირის შექმნისას ხელშეკრულებაში გაწერილი იყო გასვლის უფლება, მაგრამ არ იყო გაწერილი პროცედურები.

ტელეარხ "როსია 1"-ის პროგრამაში "მოსკოვი. პუტინი. კრემლი", რომელიც ეთერში 21 ივნისს გავიდა, პუტინმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ყირიმი რუსეთის ისტორიული საკუთრებაა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×