რეზონანსი
22.06.2020

„ზუსტი თარიღების დასახელება ჯერჯერობით ძალიან რთულია", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ რუსეთის ფედერაციასთან სახმელეთო საზღვრის აღდგენის საკითხთან დაკავშირებით PIA.GE- ს განუცხადა.

დიპლომატის თქმით, სახმელეთო საზღვრის გახსნა ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზეა დამოკიდებული.

„როცა ეპიდემიოლოგიური ვითარება მოგვცემს ამის საშუალებას, საზღვრის გახსნის საკითხი ამის შემდეგ განიხილება. ზუსტი თარიღების დასახელება ჯერჯერობით ძალიან რთულია", - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

ცნობისთვის, საქართველოსა და რუსეთს შორის სახმელეთო მიმოსვლა 16 მარტიდან კოვიდ-19-ის პანდემიის გამო შეწყდა.

წყარო:Pia.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×